ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის 2010 წლის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია

2 თებერვალი, 2010 • • 1930
ბაქო-თბილისი-ყარსის 2010 წლის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია
100 მილიონი დოლარით განისაზღვრა 2010 წლის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ბიუჯეტი.თანხის ინვესტიცია აზერბაიჯანულმა მხარემ განათავსა. 
აზერბაიჯანის ტრასპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა განაცხადა, რომ ამ პროექტისთვის 2010 წელს, 100 მლნ აშშ დოლარს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით აზერბაიჯანის ნავთობის ფონდი გამოყოფს.
ეკონომიკის განვითარების მინისტრის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში უკვე შესრულებულია სამუშაოების 30-35%. 
პროექტის დასრულების ვადად, პოლოლიკაშვილი 2012 წელს ასახელებს. 
”ეს კორიდორი ევროპას აზიასთან დააკავშირებს. პროექტით დაინტერესებულია ყაზახეთი. ყაზახები ექსპლუატაციის პირველივე წელს მაგისტრალით 10 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვას აპირებენ” – განაცხადა ზია მამედოვმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი