ეკონომიკა

საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს

27 იანვარი, 2010 • • 1819
საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს

2009 წლის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალმა 5 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა. 2008 წელთან შედარებით საგარეო ვალი 2009 წელს 1 მილიარდ 200 მილიონით გაიზარდა.
საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა სავალუტო ფონდის მიმართ 1 მილიარდ 800 მილიონი ლარით, ხოლო მსოფლიო ბანკის მიმართ 2 მილიარდი ლარით.

აღსანიშნავია, რომ 2006-07 წლებში შეინიშნებოდა საგარეო ვალის კლების ტენდენცია, თუმცა საგარეო ვალმა მატება 2008 წლიდან დაიწყო. სახელმწიფოს თანხები დასჭირდა ბიუჯეტის შესავსებად.

ეკონომიკის ექსპერტები საგარეო ვალის ზრდას 2010 წელსაც ელიან. საქართველომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება აზიის განვითარების ფონდთან, რომლისგანაც შეღავათიანი კრედიტით 1 მილიარდი ლარი ისესხა.
საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარზეა, თუ ქვეყნის ექსპორტის და მთლიანი შიდა პროდუქტის 50% შეადგენს, დღევანდელი მონაცემებით კი საგარეო ვალი 2.5-ჯერ აღემატება.

ეკონომიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ განსაკუთრებით რთული იქნება საქართველოსთვის 2013 წელი, როდესაც საქართველო 800 მილიონი დოლარის დაბრუნება მოუწევს, რაც საქართველოს ამჟამინდელი ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედია.

მასალების გადაბეჭდვის წესი