ეკონომიკა

“სილქნეტი” და “კავკასუსი” ამბობენ, რომ მათი გაერთიანებით მომხმარებელი სარგებელს ნახავს

11 აგვისტო, 2015 • • 2419
“სილქნეტი” და “კავკასუსი” ამბობენ, რომ მათი გაერთიანებით მომხმარებელი სარგებელს ნახავს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია სამი თვის ვადაში შეიწავლის “კავკასუს ონალინისა” და “სილქნეტის” გაერთიანება მომსახურების ბაზარზე კონკურენტულ გარემოს გააუარესებს თუ არა, რადგან ისინი ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. კომისიის განმარტებით ეს ორი კომპანია ბაზრის 80% ფლობს.

 

აღნიშნულ საკითხზე კომისია დასკვნას სამი თვის ვადაში მოამზადებს და ზეიპირი მოსმენა კომისიაში 2015 წლის 22 ოქტომბერს გაიმართება. 

 

კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ დასკვნის მომზადების პროცესში საერთაშორისო პარტნიორები და კონსულტანტები ჩაერთვებიან. აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ კომისიისთვის მნიშვნელოვანია ევროპის გამოცდილება.

 

“კავკასუს ონლაინის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჭიაურელი ამბობს, რომ მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს კორპორაციების გაერთიანების პროცესი და “კავკასუსმაც” გადაწყვიტა მოსინჯოს შესაძლებობა ამ კუთხით.

 

“კიდევ ერთხელ შევხედოთ რა შესაძლებლობები აქვს კომპანიას, მე მგონი რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი ქვეყნისთვის, კომპანისთვის და მომხარებლებისთვის”, – განაცხადა ლევან ჭიაურელმა.

 

ლევან ჭიაურელი ამბობს, რომ მომხამრებლისთვის უმჯობესია არსებობდეს ერთი დიდი კომპანია, დიდი რესურსებით, ვიდრე ორი საშუალო ან მცირე მოთამაშე, რადგან ერთი დიდი რესურსს შემთხვევაში მომხმარებლები უკეთეს მომსახურებას მიიღებენ.

სილქნეტი და კავკაზუსი
სილქნეტი და კავკაზუსი

კომისიის წევრის კახი ბექაურის კითხვაზე, თუ რა მიზანი აქვს კომპანიების გაერთიანებას, “სილქნეტის” დირექტორმა ლევან ბუჩუკურმა განმარტა, რომ სურვილი დაიბადა იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს ბაზარი არის ძალიან პატარა, კონკურენცია არის მაღალი, რაც კომპანიებს განვითარების შესაძლებლობებს უმცირებს.

 

ბუჩუკური იმედოვნებს, რომ გაერთიანების შემდეგ მათ ინვესტიციების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა ექნებათ.

 

პასუხის პასუხად, კახი ბექაურმა აღნიშნა, როდესაც ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი ერთიანდება, ეს შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ დამატებითი რეგულაციები დაუწესოს კომისიამ მათი გაერთიანების შემდეგ, რაც ინვესტიციებისთვის შემაფერხებელი შეისაძლოა გახდეს.

 

პარალელურად, ნიკა ჭიაურელმა დაადასტურა, რომ “კავკასუს ონლაინმა” და კომანია “მაგთიკომმა” წინადადებით მიმართეს კომისიამ. ამ შემთხვევაში “კავკასუსს” სურს, რომ “მაგთის” გადასცეს ინტერნეტის საცალო მომსახურების სერვისი, რაც გულისხმობს აბონენტებისთვის ინტერნეტის მომსახურების გაწევას.

 

ჭიაურელი ამბობს, რომ ისინი ღია არიან ყველა წინადადებითვის და სხვა კომპანიებთანაც აპირებენ მოლაპარაკებების წარმოებას, თუ რომელ კომპანიებთან, ეს მოგვიანებით გაიკრვევა, ამბობს ჭიაურელი.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” წარმომადგენელი უჩა სეთური ამბობს, რომ კომისიამ კომპანიები კი არ უნდა გააერთიანოს, არამედ უნდა დაშალოს, რადგან ბაზრის “სილქნეტიცა” და “კავკასუსიც” მონოპოლისტები არიან.

 

“გამოსავალი არის ის, რაც ევროკავშირმა გააკეთა, როცა პრობლემურია კომპანია იგი მას კი არ აერთიანებს, არამედ შლის ან ფუქნციურად ან სტრუქტურულად”, – ამბობს სეთური.

 

სეთური ვარაუდობს, რომ კომისია კომპანიებს, დიდი ალბათობით, მისცემს თანხმობას გაერთიანებაზე, თუმცა დაუდგენს ვალდებულებებს. სეთური ასვეე მიიჩნევს, რომ მათი გაერთიანება ინტერნეტის საფაურს არ გაზრდის, რადგან კომისიას აქვს შესაძლებლობა აკონტროლოს მომსახურების საფასური.

მასალების გადაბეჭდვის წესი