ეკონომიკა

თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტის ვეტომ ხელი შეუწყო ლარის კურსის ვარდნას

11 აგვისტო, 2015 • • 1287
თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტის ვეტომ ხელი შეუწყო ლარის კურსის ვარდნას

”იზრდება ტურისტების ნაკადი ყოველ თვე, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით შემცირებულია მათი რაოდენობდა. შემცირდა გზავნილები საბერძნეთიდან, იქ არსებული კრიზისის გამო, მაგრამ მაინც არ იქონია ამან დიდი გავლენა. ამას დაემატა ახალგაზრდული თამაშები, რომელმაც უამრავი ტურისტი მოიზიდა. რა თქმა უნდა, სუპერ თასის მატჩის ჩატარებაც მნიშვნელოვანია. ყოველივე ამის ფონზე, მინიმუმ არ უნდა მომხდარიყო ლარის კურსის გაუარესება. ეროვნული ბანკი უმოქმედობით ხელს უწყობდა ლარის კურსის დევალვაციას. მე მინდა

მოვუწოდო ყველა იმ ფინანსულ ინსტიტუციას, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ამ პროვოკაციაში არიან ჩართულნი – ამ ყველაფერს ძალიან მალე შევისწავლით, შეიქმნება სააგენტო და გახდება ეს ყველაფერი გამჭვირვალე და ნუ, შეუქმნიან თავის თავს დისკომფორტს. ეს არ არის უბრალო ბიზნესი, აქ არის უკვე ნიშნები, რომ ზოგიერთები ცდილობენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, შეიძლება კანონის ფარგლებში, მაგრამ მაინც არაზომიერ მოქმედებებს,”- აცხადებს მეჭიაური.

 

მეჭიქური აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტომ ლარის კურსის ბოლო პერიოდის რყევები განაპირობა.

 

”პრეზიდენტის ვეტომ ხელი შეუწყო კიდევ უფრო ლარის კურსის გაუფასურებას უნებლიედ. ვეტოს დაძლევამ სექტემბრამდე გადაიწია. არის მუქარა, რომ ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს ეს საკითხი და ეს პროცესი გაიწელება დიდხანს. ამ შუალედს ვეტოს დაძლევისას, გამოიყენებენ იმისთვის, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო დააგდონ და ამით გამოიწვიონ კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება,”- აცხადებს თამაზ მეჭიაური.

 

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ფოტო: ნეტგაზეთი
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ფოტო: ნეტგაზეთი

 

პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს მთავრობას გააჩნია საკუთარი პასუხისმგებლობა ლარის კურსის დადგენის პროცესში, მაგრამ მთარობის მხრიდან ლარის გაუფასურების არანაირი მცდელობა არ ყოფილა.

 

”არანაირი მცდელობა მთავრობის მხრიდან ლარის კურსის გაუფასურების არ ყოფილა. შეიძლება რაიმე არაადეკვატური ნაბიჯი გადაიდგა შემთხვევით, რამაც განაპირობა ლარის კურსის ცვლილება. რასაც ვერ ვიტყვი ეროვნული ბანკის შემთხვევაში, აქ მათი ქმედებები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს, რომელზეც პასუხები ჯერ არ გვაქვს,”- აცხადენს მეჭიაური.

 

თამაზ მეჭიაურის თქმით, ლარის კურსი არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის გარშემოც ოპოზიცია მოსახლეობაში უკმაყოფილების შექმნას ცდილობს:

 

”ხდება ემბარგოს პროვოცირება, რომ არ გავიდეს ქართული პროდუქცია საზღვარგარეთ და ამით გაუუარესდეს მოსახლეობას მატერიალური მდგომარეობა. ხდება ასევე, ტარიფების თემის წინ წამოწევა. ბოლოს ალბათ, შეართებენ ამ უკმაყოფილო ჯგუფებს სადღაც სექტემბრისთვის და მოხდება მათი პოლიტიკური მართვა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის ერთი ჯაჭვი, სადაც ლარის კურსი არის ერთ-ერთი სერიოზული რგოლი,”- აცხადებს მეჭიაური.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის 11 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარი 2.3024 ლარია.

2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი