ეკონომიკა

15 ივლისის მონაცემებით 1 აშშ დოლარი 2,27 ლარი ღირს

15 ივლისი, 2015 • • 1263
15 ივლისის მონაცემებით 1 აშშ დოლარი 2,27 ლარი ღირს

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც და 2.5010 ნიშნულზე დაფიქსირდა. 

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლარის მიმართ გამყარება 2015 წლის 16 ივნისიდან დაიწყო და 2.2376 ნიშნულზე დაფიქსირდა. თუმცა ივლისის დასაწყისში გაუფასურება ისევ დაიწყო. 

 

25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით. გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი პირველად 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა ბოლოს 1 ივლისს 5%-დან 5,5%-მდე გაზარდა. 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცახდებით, მთავრობა ლარის შემდგომ დევალვაციას არ ელოდება. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი