სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით კალიის წინააღმდეგ წამლობას სპეციალისტები როგორც სამანქანო დანადგარებით, ასევე ავიაციის მეშვეობოთ ახორციელებენ.
“ამ დროისთვის დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 14 500 ჰექტარია წამლით დამუშავებული (მათ შორის 1500 ჰექტარი ავიაციის გამოყენებით). გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე მავნებლის აქტივობა პიკს აღწევს, ღონისძიებები მაქსიმალური ინტენსიობით მიმდინარეობს. იტალიური კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა კახეთში 26 მაისიდან დაიწყო” – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
წამლობის ღონისძიებები 2015 წლის მიზნობრივი პროგრმის ფარგლებში მიმდინარეობს. სააგენტო საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნებლების წინააღმდეგ წამლობას ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებით ყოველწლიურად ახორციელებს. გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა.
იტალიური კალია (ლათ. Calliptamus italicus) — მწერი ნამდვილი კალიების ოჯახისა. სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებელია.