ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 2015 წელს ხორბლის მოსავალი 166 ათას ტონაზე მეტი იქნება

30 ივნისი, 2015 •
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 2015 წელს ხორბლის მოსავალი 166 ათას ტონაზე მეტი იქნება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შირაქისა და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს. ფერმერთა განცხადებით, წელს 1 ჰექტარზე 7 ტონა და 400 კილოგრამი ქერი მოიმკა.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მომავალი წელი კიდევ უფრო უხვმოსავლიანი იყოს:

“სამინისტროს მხარადჭერით მარცვლეული კულტურების ჯიშთა გამოცდის პროექტი ხორციელდება, რაც ქვეყანაში დარაიონებული და გამოცდილი ჯიშების გავრცელებას უზრუნველყოფს”.

 

შირაქის ველზე, 17 ჰექტარზე, ფერმერ გიორგი თეთრაშვილს ახალი გერმანული ჯიშის ხორბალი ჰქონდა დათესილი. ფერმერმა წელს ჰექტარზე 5 ტონამდე მოსავალი აიღო, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია. 

 

შირაქის ველზე სოფლის მეურნობის სამინისტროს შპს მექანიზატორის 30 ერთეულამდე კომბაინი მუშაობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ „მექანიზატორის“ თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკა მოსავლის უდანაკარგოდ აღებას უზრუნველყობს.

 

დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შირაქის ველზე მინისტრის მოადგილეები, იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი და შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე იმყოფებოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი