ეკონომიკა

„ვაკის ხორცპროდუქტებმა” წარმოების პროცესი განაახლა.

29 ივნისი, 2015 • • 1512
„ვაკის ხორცპროდუქტებმა” წარმოების პროცესი განაახლა.

კომპანიის ცნობით, „ვაკის ხორცპროდუქტები” დროებით გადავიდა შედარებით მცირე, თუმცა მაღალი სტანდარტების მიხედვით აღჭურვილ სპეციალურ საამქროში, რომელიც ლილოს დასახლებაში, ორხელაშვილის #5-ში მდებარეობს.

 

„რასაკვირველია, პროდუქტის რაოდენობა ბევრად ნაკლებია ძველ მასშტაბებთან შედარებით, მაგრამ, რაც მთავარია, ვაკის ხორცპროდუქტები კვლავ აგრძელებს წარმოების 50 -წლიან ტრადიციას”, – წერს კომპანია.


კომპანია “ვაკის ხორცპროდუქტები” 13-14 ივნისის სტიქიიამ დააზარალა. 


სვანიძის 15-ში მდებარე საწარმოს ტერიტორიაზე სტიქიიდან ორი კვირის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება. ხდება დანადგარების შლამისაგან გაწმენდა:


“ვიდრე დანადგარებს არ შევამოწმებთ, ვერ ვიტყვით ზარალი რამდენია. არც საწარმოს ქონება და არც  დანადგარები დაზღვეული არ გვქონდა. ფინანსური დანაკარგი, რაც კომპანიას ნედლეულის და პროდუქციის დაზიანებით მიადგა, 2,3 მლნ ლარია,”- ამბობს საწარმოს ხელმძღვანელი.


კომპანიას მხოლოდ 4 ავტომანქანა ჰქონდა დაზღვეული, რომლითაც პროდუქციის დისტრიბუციას ახდენდა. ლევან ჩხაიძე ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგმა” ზარალი 100%-ით დაფარა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი