ეკონომიკა

ბიზნესპალატის პროექტი – ქართული მანჰეტენი ვერეს ხეობაში

26 ივნისი, 2015 •
ბიზნესპალატის პროექტი – ქართული მანჰეტენი ვერეს ხეობაში

 ამ საკითხზე  სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დარგის ექსპერტების შეხვედრა გაიმართა.

 
 
“ჩვენ მოვიწვიეთ უცხოელები და დავიწყეთ იმ პრობლემის კვლევა, რაც ვერეს ხეობაშია. გვაქვს ალტერანატიული პროექტი, ვიდრე არსებობს. რაში მდგომარეობს ამ პროექტის დედააზრი, რომ პატარა ლამაზი მანჰეტენი შევქმნათ თბილისში, თავის რეკრეაციული ზონით, დამბით, ნაპირსამაგრებით. სრული ანაზღაურებით იმ ზიანის, რაც მიადგა მოსახლეობას. ბუნებრივია, ეს უნდა იყოს გამოხატული რეალურ დახმარებაში. არა ის, რომ ადამიანები გადავასახლოთ ვერედან ვარკეთილში, არამედ  ყველაფერი დავუბრუნოთ, რაც წაართვა სტიქიამ. და თბილისსაც დავუბრუნოთ ის დიდება,  რომელიც ჰქონდა”- განაცხადა ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, ეკონომისტმა ემზარ ჯგერენაიამ. 
 
 
 
ემზარ ჯგერენაიას ინფორმაციით, პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000 დოლარი. ბიზნესპალატა ამ თანხის მოძიებას დონორებისა და ინვესტორებისგან აპირებს. 

13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანდა თბილისის ზოოპარკიც. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლი ვერეს ხეობაში. ფოტო: ნეტგაზეთი. 18.06.15
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლი ვერეს ხეობაში. ფოტო: ნეტგაზეთი. 18.06.15

მასალების გადაბეჭდვის წესი