აღნიშნულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს. 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად განკუთვნილ ანგარიშებზე ბოლო მონაცემებით  22 962 736 ლარი;  253 186 აშშ დოლარი, 18 751 ევროა ჩარიცხული. 

 

აგარიშებზე თანხა ფიზიკურმა პირებმა, ბიზნესკომპანიებმა და სახელმწიფო უწყებებმა ჩარიცხეს.

 

თბილისის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანდა თბილისის ზოოპარკიც.

 

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *