ეკონომიკა

ხადური: ველოდებით ტურიზმის სექტორის ზრდას

24 ივნისი, 2015 •
ხადური: ველოდებით ტურიზმის სექტორის ზრდას

“მე არ ვიცი, რატომ არიან ექსპერტები ტურიზმთნ მიმართებაში პესიმისტური. ახლა საქართველოში ჩატარდება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცნობადობას გაზრდის. იქნება ასევე ძალიან საინტერესო თამაში ფეხბურთში, რომელიც ასევე გაზრდის ქვეყნის ცნობადობას. ეს არის იმის გარანტია, რომ უფრო მეტმა ადამაინმა ნაკლები დანახარჯებთ გაიგოს, რომ საქართველოში არის შესაბამისი პირობები და ინფრასტრუქტურა. მინდა გითხრათ, რომ ველოდებით ტურუზმის მატებას. უნდა ვთხოვო ადამიანებს, ვისაც აქვს ექსპერტობის ამბიცია, ობიექტურად შეფასონ სიტუაცია და მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანონ. მინდა გითხრათ, რომ რეგიონში არსებული მდგომარეობა რთულია და ამას ვერ გავექცევით. სქართველოს ეკონომიკა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით განაგრძობს ზრდას”- განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

 
 

შსს-ს სტატისტიკით 2015 წლის 5 თვეში ( იანვარ-მაისი)  2014  წელთან შედარებით ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი ქვეყანაში 3%-ით შემცირდა. 2015 წლის 5 თვეში ქვეყანაში 656 068 ტურისტი შემოვიდა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 679 495 იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი