ეკონომიკა

ლურჯ მოცვს საქართველოდან სუპერმარკეტების ქსელი “ვოლმარტი” შეისყიდის

19 ივნისი, 2015 •
ლურჯ მოცვს საქართველოდან სუპერმარკეტების ქსელი “ვოლმარტი” შეისყიდის

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის გარდა, პროდუქცია მიმდინარე წელს ჰოლანდიის, რუსეთის, სომხეთის და ბალკანეთის ქვეყნების ბაზრებზე გაიყიდება. კომპანია წარმოებული პროდუქციის 90%-ს საექსპორტოდ ამზადებს.

 

სოფლის მეურნეობის სექტორში სს „საპარტნიორო ფონდის“ პროექტმა „ვანრიკ აგრომ“ „გლობალ გეპის“ (Global GAP) სერტიფიკატი მიიღო, რაც მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიების ევროსტანდარტებთან შესაბამისობაშია. პროექტში ამჟამად 150-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული, რომლებიც სეზონურად იმუშავებენ. „ვანრიკ აგროს“ მუდმივად 100 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავს.


პროექტის განვითარების შემდეგ კომპანიას სეზონურად 1000-მდე მუშახელი დასჭირდება. ლურჯი მოცვის პლანტაციის განაშენიანება დამატებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე საპარტნიორო ფონდის ინვესტიციით მიმდინარეობს.

 

ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავების პროექტი სს „საპარტნიორო ფონდმა“ ადგილობრივ კომპანია სს „ვანრიკ აგროსთან“ ერთად ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში დაიწყო. უკვე მუშაობს თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიით აღჭურვილი გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ლურჯი მოცვის ნაყოფის კალიბრაცია, შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება ხდება.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 6,5 მლნ. აშშ დოლარია.

 

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 %-ს.  საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი