ეკონომიკა

VTB -ი ბანკი სტიქიით დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას გაზრდის

18 ივნისი, 2015 •
VTB -ი ბანკი სტიქიით დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას გაზრდის

ამის შესახებ განცხადება ვითიბი ბანკის ხელძმძღვანელმა არჩილ კონცელიძემ ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან და თბილისის ვიცემერ დიმიტრი ქუმსიაშვილთან შეხვედრის დროს გააკეთა:

 

“ახალი რეალობიდან გამომდინარე, თბილისის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება. ახლა უფრო ნათელი გახდა, რომ კომერციული ორგანიზაციების მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერა საკმარისი არ არის. შესაბამისად, ვითიბი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, ოთხჯერ გაზარდოს შენატანის თანხა- 207 575 ლარამდე, რაც შეესაბამება ბანკის 2014 წლის მოგების 1% -ს. ამის გარდა, ვითიბი ბანკი მიზანმიმართულად ეხმარება წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ორგანიზაციებს. ამ მომენტისთვის ეს არის ყველაზე დიდი შენატანი ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. მივმართავთ სხვა ორგანიზაციებს სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად”. 


სახელმწიფო ხაზინისა და კომერციული ბანკების მიერ სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისათვის გახსნილ ანგარიშებზე 18 ივნისს (12:30 საათი) 15 200 000 ლარია მობილიზებული. ამის შესახებ ნეტგაზეთს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს.


ზემოხსენებული თანხა შეგროვებულია მხოლოდ კერძო ორგანიზაციების, ფიზიკური პირების და სახელმწიფო კომპანიების შემოწირულობების შედეგად და მასში არ მოიაზრება უცხო ქვეყნების დახმარება და მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან (ბიუჯეტიდან) მობილიზებული რესურსი.

 

სტიქიით დაზარალებულ საქართველოს არაერთი კომერციული ორგანიზაცია, ფიზიკური პირი თუ უწყება დაეხმარა შემოწირულობებით. ამასთან, 3,4 მილიონი ევრო გამოყო ევროკომისიამ. ტელეიმედის ინფორმაციით, გუშინდელი მარათონის შედეგად 1 563 197 ლარი ჩაირიცხა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

 

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.




მასალების გადაბეჭდვის წესი