ეკონომიკა

გალფის მთავარი აქციონერი იაკობაშვილი სტიქიით დაზარალებულებს 200 ათას ლარს ჩაურიცხავს

17 ივნისი, 2015 •
გალფის მთავარი აქციონერი იაკობაშვილი სტიქიით დაზარალებულებს 200 ათას ლარს ჩაურიცხავს

როგორც “ნეტგაზეთს”  კომპანია “გალფში” განუცხადეს, Petrocas Energy Group-ი მერიის ანგარიშზე გადარიცხავს 75.000 ლარს, ხოლო ზოოპარკის აღსადგენად ჯგუფის დახმარება შეადგენს 25.000 ლარს.


კომპანიაში აცხადებენ, რომ თავის მხრივ ჯგუფის მთავარმა აქციონერმა დავით იაკობაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება იმავეე მიზნით თავისი პირადი ანგარიშიდან გაიღოს დახმარება და ასევე 75.000 ლარი გადარიცხოს მერიის სპეციალური ანგარიშზე, ხოლო ზოოპარკს 25.000 ლარით დაეხმაროს.


Petrocas Energy Group-ი წარმოადგენს რეგიონალურ მოთამაშეს ნავთობპროდუქტების ლოგისტიკის, ტრეიდინგის და საცალო გაყიდვების სფეროში. ამჟამად ის ფლობს ნავთობპროდუქტების ტერმინალს ფოთის პორტში. Petrocas-ის ჯგუფში შემავალი „გალფის“ ბენზინგასამართი ქსელი მოიცავს 140 სადგურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი