ეკონომიკა

უსუფაშვილი: პარლამენტის ბიუჯეტი 6 მლნ ლარით შემცირდება

8 ივნისი, 2015 •
უსუფაშვილი: პარლამენტის ბიუჯეტი 6 მლნ ლარით შემცირდება

პარლამენტის ბიუჯეტის შემცირების შესახებ განცადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა: 

 

“ვიმსჯელეთ პარლამენტის მიმდინარე ბიუჯეტის საკითხებზე და ჩვენ გამოვძებნეთ 6 მილიონი ლარით, რომლითაც შემცირდეს უწყების ბიუჯეტი. როგორც ერთჯერადი ღონიძიება და ეს ვაცნობოთ მთავრობას, რომელიც ასევე მუშაობს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებაზე.”

 

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯების შემცირების რამდენიმე ვარიანტეზე მუშაობს.

 

გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, 10 ივნისამდე წარმოადგინოს 2015 წლის ბიუჯეტის ათვისების კორექტირებული ვარიანტი.  

 

2015 წლის ბიუჯეტით ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია. გადასახდელები კი 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.

 

2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4,0%-ს შეადგენს.

 

საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი, 3,5%-4,0%-ის ფარგლებში. 

 

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2015 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 31,9 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2018 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 41,9 მლრდ ლარამდე. 

საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი და 8 030,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელს 800,0 მლნ ლარით აღემატება, ხოლო მშპ-ს 25,2%-ს შეადგენს.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 090.0 მლნ ლარით განისაზღვრა. 

2015 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 215.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები -115.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო გრანტები- 100.0 მლნ ლარი.

 
2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 275.0 მლნ ლარის ოდენობით.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია პენსიის 10-ლარით, 160-ლარამდე ზრდა, რომელიც 2015 წლის პირველი  სექტემბრიდან განხორციელდება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი