ეკონომიკა

ქადაგიძე: ლარის კურსს აქვს გამყარების მიმართულება

21 მაისი, 2015 • • 1275
ქადაგიძე: ლარის კურსს აქვს გამყარების მიმართულება

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომენტარი 20 მაისს გააკეთა, როცა პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში დასრულდა დახურული შეხვედრა, რომელშიც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ბიზნესომბუდმენი გოგი გვახარია და სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მონაწილეობდნენ. 

 

“საუბარი შეეხეო საშუალოვადიან გეგმებს. რაც შეეხება კურსს, მე რამდენიმე დღის წინაც განვაცხადე და ახლაც შემიძლია იგივე გავიმეორო, რომ აღნიშნულმა გაუფასურებამ უკვე მოახდინა გავლენა იმპორტზე, შესაბამისად, ამოიწურა ის დანაკლისი, რაც გვქონდა, და კურსს აქვს ახლა გამყარების მიმართულება” -განაცხაცა გიორგი ქადაგიძემ. 

 

ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარი – 2.3234 ლარია. 

 

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ორი დღეა მყარდება. 19 მაისს ეროვნული ბანკის კურსით აშშ დოლართან ლარი 2,3567 ნიშნულზე იყო. 20  მაისს- 2,3372 ნიშნულზე. 

 

ლარის გაცვლითი კურსი ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობისას ფორმირდება. 

 

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა 1 აშშ დოლარი 1.73 ლარი ღირდა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ფასი 0.61 ლარით აღემატება გასული წლის ნოემბრის კურსს. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით (უკრაინის კრიზისი და სანქციები რუსეთისთვის) არის განპირობებული. ოპონენტების თქმით კი, ამას განაპირობებს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

 

ლარის კურსის გასამყარებლად 240 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა სავალუტო რეზერვებიდან, რამაც კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი