ეკონომიკა

19 მაისიდან ლარმა აშშ დოლართან გამყარება დაწყო

20 მაისი, 2015 • • 1035
19 მაისიდან ლარმა აშშ დოლართან გამყარება დაწყო

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ორი დღეა მყარდება. 19 მაისს ეროვნული ბანკის კურსით აშშ დოლართან ლარი 2,3567 ნიშნულზე იყო. 20  მაისს- 2,3372 ნიშნულზე. 

 

ლარის გაცვლითი კურსი ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობისას ფორმირდება. 

 

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა 1 აშშ დოლარი 1.73 ლარი ღირდა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ფასი 0.61 ლარით აღემატება გასული წლის ნოემბრის კურსს. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით (უკრაინის კრიზისი და სანქციები რუსეთისთვის) არის განპირობებული. ოპონენტების თქმით კი, ამას განაპირობებს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

 

ლარის კურსის გასამყარებლად 240 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა სავალუტო რეზერვებიდან, რამაც კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი