ეკონომიკა

EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან კარგად მუშაობს

15 მაისი, 2015 • • 1204
EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან კარგად მუშაობს

“მიმაჩნია,რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან კარგად მუშაობს. ჩვენ გვქონდა დისკუსიები მასთან. ყოველთვის რთულია, ნებისმიერ ქვეყანაში, როცა ეკონომიკაზე არსებოს ზეწოლა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორს შედგეს ჯეროვანი ურთიერთობა პოლიტიკის საკითხებზე. მაგრამ პრემიერ-მინისტრმაც და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც განაცხადეს, რომ თანამშრომლობას მიესალმებიან და ძალისხმევას არ იშურებენ.”


კომერციულ ბანკებში და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარი 2,38 ლარი ღირს. ეროვნულის ბანკის კურსით 15 აპრილს 1 აშშ დოლარი 2.3632 ლარია. 

 

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, როცა 1 აშშ დოლარი 1.73 ლარი ღირდა. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ფასი 0.61 ლარით აღემატება გასული წლის ნოემბრის კურსს. საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებით (უკრაინის კრიზისი და სანქციები რუსეთისთვის) არის განპირობებული. ოპონენტების თქმით კი, ამას განაპირობებს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა.

 

ლარის კურსის გასამყარებლად 240 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა სავალუტო რეზერვებიდან, რამაც კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოახერხა.


მასალების გადაბეჭდვის წესი