ეკონომიკა

ქადაგიძე: ნამდვილად გვქონდა გარე შოკი, დევალვაცია, ამის განეიტრალებაა საჭირო

14 მაისი, 2015 • • 1370
ქადაგიძე: ნამდვილად გვქონდა გარე შოკი, დევალვაცია, ამის განეიტრალებაა საჭირო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ალბათ გასაოცარი არაა, რომ ჩვენ ისეთ გარემოში და რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც სიტუაცია მერყევია:

 

“ჩვენი მაკროფუნდამენტალური ასპექტები ნამდვილად საღია. ქვეყანა არაა ისეთი, რომელიც ვალებშია. ჩვენ ეკონომიკას გააჩნია სტრუქტურული პრობლემები, მაგრამ მეორე მხრივ, ინვესტორებს გააჩნიათ შესაძლებლობა ამის ეფექტურად გამოყენების. მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების სიაში უნდა აღმოვჩნდეთ. ამისთვის გვჭირდება კარგად განვითარებული ბიზნესგარემო და შეგვიძლია დავპირდეთ ყველა ინვესტორს, რომ გვექნება ასეთი პოლიტიკა. ნამდვილად გვქონდა გარე შოკი, დევალვაცია, ამის განეიტრალებაა საჭირო და, როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, არის ნიშანი იმის, რომ უარესი უკან დარჩა და ჩვენ შეგვიძლია ნამდვილად ოპტიმიზმით შევხედოთ მომავალს”. 

 

14-მაისს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი რუსთაველის თეატრში პრემიერ-მინისტრმა გახსნა. სტუმრებს მიესალმა ევრობანკის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი. 

 

ამ ღონიძიების ორგანიზებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფომ 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. 

 

ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვივნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი