ეკონომიკა

სსფ: ეროვნულ ბანკზე ზეწოლა მიუღებელია და არ შედის ქვეყნის ინტერესებში

8 მაისი, 2015 • • 1050
სსფ: ეროვნულ ბანკზე ზეწოლა მიუღებელია და არ შედის ქვეყნის ინტერესებში

ეს განცხადება მედიასთან სსფ-ს წარმომადგენელმა დღეს, ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა: 

 

“ძალიან გვაშფოთებს ის მდგომარეობა, რაც ხდება საქართველოში. იმიტომ, რომ ძალიან დიდია ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ბანკზე. ეს მიუღებელია, რადგან ეს არ შედის ქვეყნის ინტერესებში. ლარის გაცვლითი კურსი უნდა იყოს მცოცავი და მხარდაჭერილი. აქედან გამომდინარე ზეწოლა ეროვნულ ბანკზე არ უნდა გრძელდებოდეს.”

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ შესაძლოა ლარის დევალვაციის მიზეზების შესწავლა დაიწყოს და  ამ თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

 

25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. რეფინანსირების განაკვეთი 5%-მდე გაზარდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი