ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1აშშ დოლარი 2,3093 ლარია

29 აპრილი, 2015 • • 1338
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1აშშ დოლარი 2,3093 ლარია

29 აპრილისთვის განსაზღვრულ კურსთან შედარებით, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0,0006 პუნქტით გაუფასურდა, ევროს მიმართ – 0,0168 პუნქტით.

 

28 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3086 შეადგინა.

 

25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით. გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი