EBRD-ს ჯერ არ გადაუხედავს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელისთვის. ზრდა კვლავ 4,2%-ია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ამ მაჩვენებელს აუცილებლად გადავხედავთ”- განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
მისი თქმით, ახლა სხვა გარემოებებია და საქართველოს ეკონომიკა ნელა გაიზრდება.
სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2% იქნება მიმდინარე წელს.
საერთშრისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, შესაძლოა 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2%-ით ვერ გაიზარდოს. ფონდმა მთავრობას ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდის და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების რეკომენდაცია მისცა.
2015 წლის ბიუჯეტი კვლავ 5%- ზეა გათვლილი. მთავრობას ამ საკითხზე ჯერ არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეკონომკური ზრდის შემცირების საკითხზე სავალუტო ფონდზე ადრე საუბრობდნენ.
