სასტუმროს მშენებლობას ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის მთავრობის სააგენტო “საზღვარგარეთ კერძო ინვესტიციების კორპორაცია” (OPIC) 18 მილიონი დოლარით გაუწევს. ჯამში, 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

GMT ჯგუფისა და მარიოტის წარმომადგენლები ხელს აწერენ თბილისში სასტუმრო მოქსის მშენებლობის პროექტს
GMT ჯგუფისა და მარიოტის წარმომადგენლები ხელს აწერენ თბილისში სასტუმრო მოქსის მშენებლობის პროექტს

“საშუალო სეგმენტზე გავთვლილი სასტუმრო, სწორედ ის არის, რაც დღეს დედაქალაქს სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ის ქალაქის ძველ ნაწილში შენდება, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის,” – აცხადებს თბილისი ვიცე-მერი, დიმიტრი ქუმსიშვილი.

 

130-ოთახიანი სასტუმრო საშუალო დონის მომხმარებელზე იქნება მორგებული. სასტუმროსთან ერთად კომპლექსში განთავსდება საოფისე ფართები, მაღაზიები და კვების პუნქტები.

 

“მოქსი” მარიოტი ჯგუფის ახლადშექმნილი ქვებრენდია, რომლის პირველი სასტუმრო მილანში გასული წლის სექტემბერში აშენდა. “მოქსი თბილისი” პროექტის პირველი წარმომადგენელი იქნება აღმოსავლეთ ევროპაში.

 

შეხვედრას ამერიკის ელჩთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და კმაყოფილება გამოთქვა ახალი პროექტის მიმართ. მისი განცხადებით, მსგავსი ინვესტიციები ქვეყანაში შექნილ ხელსაწყრელ ბიზნეს გარემოზე მეტყველებს. რიჩარდ ნორლანდის აზრით, ახალი სასტუმროს მშენებლობის წამოწყება საქართველოში ტურისტული ბაზრის ზრდაზე მიანიშნებს.

GMT ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, სასტუმროს მშენებლობის დასრულება 2017 წლისათვის იგეგმება.

სასტუმრო მოქსის პროექტი
სასტუმრო მოქსის პროექტი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *