ეკონომიკა

მარნეულში სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

18 აპრილი, 2015 •
მარნეულში სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

მარნეულში, სოფელ ჯანდარში, შპს „აგროინვესტ 146“-ის სამაცივრე კომპლექსის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვგან აბდულაევი, ქვემო ქართლის რეგიონში რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 

ჯანდარში სამაცივრე კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები AkkordGeorgia“-მ 2013 წლის მარტში დაიწყო. აშენდა ოფისის შენობა, დამხმარე სათავსო, სამაცივრე კამერები, ტრანსფორმატორის შენობა (ელექტროქსელი), უსაფრთხოების შენობა, საქონლის აწონვის პუნქტი, წყლის რეზერვუარი და სხვა ნაგებობები.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სამაცივრე კამერების სისტემა 4 250 კვ/მ-ს მოიცავს და 12 სამაცივრე და 1 შემნახველი კამერებისგან შედგება. 2 სამაცივრე კამერა, რომელიც – 5°C/-20°C ტემპერატურაზეა გათვლილი, განკუთვნილია ხორცის და თევზის პროდუქტებისთვის, 10 კამერა კი -5°C/+ 5°C ტემპერატურაზე მუშაობს და ხილისა და ბოსტნეულისთვისაა განკუთვნილი.

 

თანამედროვე სტანდარტების სამაცივრე სისტემა თურქულმა ფირმა “IMGE”-მ დაამონტაჟა გერმანული წარმოების დეტალების გამოყენებით. სისტემის აღჭურვილობას “AkkordGeorgia” უზრუნველყოფს.

სამაცივრე მეურნეობის საერთო ღირებულება 7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან სამაცივრე აღჭურვილობის ღირებულება 1,1 მლნ აშშ დოლარია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი