ეკონომიკა

ქადაგიძე: ლარის გასამყარებლად სავალუტო შემოდინებები არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი

25 მარტი, 2015 •
ქადაგიძე: ლარის გასამყარებლად სავალუტო შემოდინებები არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი

“უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, საჭირო და აუცილებელია, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები, რაც არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი ამ სიტუაციაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ქმედებები არის მიმართული, რომ შევარბილოთ იმ პროცესების გავლენა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, მოგეხსენებათ, ჩვენი მანდატი არის ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა. ორივე ეს მანდატი როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც იქნება შესრულებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – განაცხადა ქადაგიძემ.

ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ლარის გამყარება შესაძლებელია და ზაფხულში მთავრობა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინებას ელოდება.

 

გადახედავს თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსრების სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დღეს, 16:00 საათზე დაიწყება. 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომა 11 თებერვალს გამართა, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაიზარდა. ამის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, ლარში გამოტანილი სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი