ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი მაინც გაუფასურდა

19 მარტი, 2015 • • 1049
ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი მაინც გაუფასურდა

2015 წლის 19 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2225 შეადგინა.


18 მარტს სებ-ის მიერ დადგენილი კურსით, ლარი აშშ დოლართან 2.2005 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან 2.3380 ნიშნულზე იყო. 



25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ხუთჯერ განახორციელა და, ჯამში, 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

 

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით. გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი