ეკონომიკა

ხომიზურაშვილი: “ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის პირდაპირ დადანაშაულება არ შეიძლება”

26 თებერვალი, 2015 • • 1061
ხომიზურაშვილი: “ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის პირდაპირ დადანაშაულება არ შეიძლება”

ხომიზურაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკს პასიური პოზიცია ჰქონდა, თუმცა მისი დადანაშაულება ლარის გაუფასურებაში არ შეიძლება: 

 

“ეროვნულ ბანკს აქვს გარკვეული მექანიზმები, ინტერვენციები და სხვა.  ბანკი იმყოფებოდა პასიურ მდგომარეობაში, თუმცა არ არღვევდა კანონს, მაგრამ ზედმეტ ინიციატივას არ იჩენდა. ეროვნულმა ბანკმა არ გამოიჩინა ინიციატივა, რომ შეექმნა ვალუტის კურსის დაზღვევის სისტემა. ეროვნულმა ბანკმა არ შექმნა წინაპირობა და არ გამოიჩინა ინიციატივა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში. ეს მათ კომპეტენციაში შედის. ეროვნული ბანკი კანონს არ არღვევდა, მაგრამ ზედმეტ ინიციტივას არ იჩენდა, თუმცა ლარის კურსის ვარდნაში ეროვნული ბანკის დადანაშაულება მაინც არ შეიძლება. იმიტომ, რომ ქვეყანაში ვერ შეიქმნა საინვესტიცო პირობები, რომ ვალუტის ნაკადები შემოსულიყო. არც რეფორმები გატარებულა, რაც აქტივიზაციას გაუკეთებდა გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას. ამ მიმართულებით არაფერი არ გაკეთებულა. ეს უნდა გაკეთებულიყო ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით, ინიციატივით და ფინანსთა სამინისტროს ჩართვით. ეს არის სამთავრობო ეკონომიკური გუნდის დანაშაული და მერე უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ეროვნულ ბანკს შეეძლო უკეთესად რამე გაეკეთებინა. პირადაპირი შედარებები არაკვალიფიციურია. ამ შემთხვევაში პირდაპირ ხელის დადება ეროვნულ ბანკზე არ შეიძლება იმიტომ, რომ კანონი არ დაურღვევია.”


ბიძინა ივანიშვილმა 26 თებერვალს  ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, მის ტქმით, ეროვნული ვალუტის კრიზისში დამნაშავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი