ეკონომიკა

ირაკლი გილაური: ლარის კურსზე გადაჭარბებული რეაქცია მისცა ბაზარმა

26 თებერვალი, 2015 • • 1360
ირაკლი გილაური: ლარის კურსზე გადაჭარბებული რეაქცია მისცა ბაზარმა

„ჩვენ ვფიქრიბთ, რომ ლარის კურსზე გადაჭარბებული რეაქცია მისცა ბაზარმა. ახლა ჩვენ ვხედავთ ლარის დასტაბილურებას. ორი დღის წინ ჩვენ “ჭერი” დავარქვით ამ რეაქციას. ვთქვით, რომ “ჭერთან” მივიდა ლარის კურსი და შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო გამყარება. ბაზრიდან გამომდინარე არ არის ქართველი მომხმარებელი მიჩვეული ლარის მერყეობას. ლარი იძლევა რეაქციას და, შესაბამისად, ბაზარზე ეს აისახება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დასტაბილურდა ლარი. ეროვნული ვალუტა ახალ ნიშნულზე მივიდა. ლოჯისტიკურად უფრო დიდი შანსია, რომ გამყარდეს ლარი, ვიდრე გაუფასურდეს ამ ნიშნულიდან“ -ეს განცხადება ირაკლი გილაურმა დღეს “საქართველოს ბანკის” სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

 

ირაკლი გილაურის განცხადებით, დაბალი ინფლაციის გამო ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის: 

 

“ყველა ელის ფასების ზრდას. მაგრამ ჩვენ არ გვგონია, რომ მკვეთრი ფასების ზრდა მოხდეს იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობზე ფასი შემცირებულია და ფასწარმოქმნაში ნავთობპროდუქტები იღებენ მონაწილეობას. ეს კი ფასების ზრდის პროცესს შეამსუბუქებს. 5% -იანი ნიშნული ინფლაციის, რაც აქვს პროგნოზი საქართველოს ეროვნულ ბანკს, ამ ნიშნულს არ გადაცდება. თუკი ლარის დევალვაცია მოხდა 30%-იანი და ინფლაცია არის 5%, რეალურად 5%-ით შეეხება მოსახლეობას ფასების გაძვირება.

 

“საქართველოს ბანკის” გენერალურ დირექტორს მიჩნია, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს აღარ გაზრდის:

 

“არ ველით რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრ ზრდას, რადგან ინფლაციის საშიშრობა არ არის.  ინფლაცია იქნება მაქსიმუმ 5%-ის ფარგლებში. საპროცენტო განაკვეთი შეიძლება შეიცვალოს უმნიშვნელოდ. პრივატიზაცია ხელს შეუწყობს მყარი ვალუტის შემოდინებას. შემცირებული გადასახადები უძრავ ქონებაზე ამ ბაზარს გამოაცოცხლებს. მიგრაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით კარგია, რომ სახელმწიფომ პოლიტიკა შეცვალა. უცხოური ვალუტის შემოდინება ამ ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი, როგორც ინვესტიციბის, ისე ტურიზმის კუთხით.”


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კურსით 1 აშშ დოლართან ლარი  2,2494 ნიშნულზე დაბალანსდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი