ეკონომიკა

ბიზნესი ლარის გამყარებას მაისში პროგნოზირებს

25 თებერვალი, 2015 •
ბიზნესი ლარის გამყარებას მაისში პროგნოზირებს

სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მედიისთვის დახურულ შეხვედრაზე  ბიზნესასოციაციის წევრებს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებმა სავალუტო კრიზისის დაძლევის მოკლევადიანი გეგმა წარუდგინეს.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ლარის გასამყარებლად  სახელმწიფო ქონებას გაყიდის, ხოლო ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით,  მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების რამდენიმე სცენარზე მუშაობს.  

 

შეხვედრის დასრილების შემდეგ მედიასთან ლარის კურსთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ: “იყო პოზიტიური შეხვედრა. კონკრეტულ შეკითხვებს გაეცა კონკრეტული პასუხები. გადაიდგმება ნაბიჯები და დასტაბილურდება ლარი. ფასების ზრდას ადგილი არ აქვს და თუ ლარის კურსი დაიწყებს კლებას ან დასტაბილურდება შეეცდება ყველა კომპანია, რომ ფასები შეინარჩუნოს” . 

 

ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ჭირქაძის შეფასებით, მთავრობას “სავალუტო კრიზისის” დასაძლევად რესურსი კიდევ აქვს: “რესურსები არის პრივატიზაციაში. ბიზნესასოციაციის წევრები დაინტერესებული არიან ამ ობიექტების პრივატიზაციით. შეხვედრის მსვლეობის დროსაც კი აღმოჩდნენ ადამიანები, ვინც ეს სურვილი გამოთქვა. მტავრობას აქვს სურვილი, რომ ბიზნესთან მიმართებაში ახალი საკანონმდებლო რეულაციები მიიღონ. თუ ეს ინიციატივები ხელისულების მხრიდან წამოვიდა სიტუაციის დარეგულირების მეტი ოპტიმიზმი გაჩნდება.” 

 

გიორგი ჭირაქაძე მიიჩნევს, რომ დღეს ლართან მიმართებაში პანიკური სიტიაციაა:”ლარის კურსი არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან იყოს გადადგმული აქტიური ნაბიჯები. იმედი მაქვს უახლოეს პერიოდში 3-6 თვის განმავლობაში ლარის კურსი დარეგულირდება და სიტუაცია შეიცვლება. მიმაჩნია, რომ ლარის კურსი დაბლა წამოვა აშშ დოლართან მიმართებაში, დღევანდელი აჟიოტაჟი რაც ხდება ლართან მიმართებაში არაადეკვატურია. ლარის კურსი შესაძლოა დროებით ჩამოვიდეს 1,9 ; 2-ზე. თუ ხელისუფლება სერიოზულ ნაბიჯებს გადადგავს, ლართან მიმართებაში ბევრი კითხვები მოიხსნება.”  

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი