ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარი 2,20 ლარი ღირს

23 თებერვალი, 2015 •
ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარი 2,20 ლარი ღირს

კომერციულ ბანკენში 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 2,26 ნიშნულზეა.  100 დოლარის ყიდვა 226 ლარად არის შესაძლებელი. სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლართან ლარი 2,20 -2,23 ნიშნულზეა. 

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.

 

11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის განცხადებით, შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად იქნა მიღებული.

 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილების მიზნით სავალუტო რეზერვებიდან 3 თვეში 120 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი