საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებისათვის გაწეული სამუშაოს შედეგს წარმოადგენს.
“ყაზახეთი საქართველოს ტურისტული ბაზრისათვის ერთ–ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას” -აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2013 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 40%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად ვიზიტორთა რიცხვი 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 38%–ით არის გაზრდილი.
“მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე „Air Astana“–მ ალმაატი – თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირე კვირაში 5-მდე გაზარდა. მიმდინარე წლის ივნისიდან მას ახალი მიმართულება დაემატება. „Air Astana“ ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახლავთ, რომელიც ახორციელებს 60 ავიარეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით” – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
„Air Astana“ ახორციელებს 60 ავიარეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით.