ეკონომიკა

TBC ბანკი თებერვლის ბოლოს კონსტანტას რებრენდინგს დაასრულებს

30 იანვარი, 2015 •
TBC ბანკი თებერვლის ბოლოს კონსტანტას რებრენდინგს დაასრულებს

“ჩვენ გვაქვს 125–ზე მეტი ფილიალი და ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, შევსულიყავით იმ რაიონებსა და რეგიონებში, სადაც როგორც TBC ბანკი სუსტად იყო წარმოდგენილი. თებერვლის თვიდან ჩვენ უკვე მოგვეცემა საშუალება გავყიდოთ TBC  ბანკის პროდუქტები იმ ყოფილ კონსტანტა ბანკის ფილიალებში, რომელიც მანამდე ამ ბრენდის ქვეშ იყო. რებრენდინგი უკვე დაწყებულია, 2 ეტაპად მიმდინარეობს და მომდევნო 1 თვის განმავლობაში რებრენდინგი დამთავრებული იქნება,“– განაცხადა ბახტანგ ბუცხრიკიძემ ბანკის 2014 წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, ბუცხრიკიძის თქმით, თიბისი ბანკი გახდა #1 ბანკი საცალო ბაზარზე – ფიზიკური პირების დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით (33,7%–იანი წილი დეპოზიტების ბაზარზე, ხოლო 29,7%–იანი წილი – სესხების ბაზარზე).

 

გარდა ამისა, ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, განხორციელდა ქართულ კომპანიებს შორის ყველაზე მსხვილი განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. “ჩვენი აქციებს 40% არის მიმოქცევაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე,“– თქვა მან.

 

2014 წელს თიბისი ბანკს 3 ტოპ მენეჯერი მოიწვია: გიორგი თხელიძე – რისკების მართვის დირექტორად, ნიკოლოზ ქურდიანი – მიკრობიზნესის მართვის დირექტორად, დავით წიკლაური – კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორად.

 

თიბისი ბანკი აცხადებს, რომ 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი აქტივები 5 მილიარდ 423 მილიონ ლარამდე გაიზარდა, კლიენტებზე გაცემული სესხების ოდენობა-  3 მილიარდ 706 მილიონ ლარამდე, კლიენტების ანგარიშებმა 3 მილიარდ 322 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო სააქციო კაპიტალმა – 1 მილიარდ 19 მილიონ ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი