ეკონომიკა

დაუწესებს თუ არა მთავრობა სანქციებს ფერმერებს

24 იანვარი, 2015 •
დაუწესებს თუ არა მთავრობა სანქციებს ფერმერებს

“ნეტგაზეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნული ინიციატივა მათ უწყებას არ ეკუთვნის. სამინისტროშო განმარტავენ, რომ ამ საკითხზე მთავრობა გადაწყვეტილებას სწრაფად მიიღებს, რადგან სოფლად საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების  განხორციელების ვადები ახლოვდება. 

 

“ხელისუფლების მიდგომა ასეთია – ერთი მხრივ, პირობითად, შევუმციროთ გადასახდი მათ, ვინც მიწას ამუშავებს და, მეორე მხრივ, გავუზარდოთ მათ, ვისაც საკუთრეაბში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ათეულობით ჰექტარი ფართობი წლებია მიტოვებული და დაუმუშავებელი აქვს. მნიშვნელოვანია გაჩნდეს სტიმული, მფლობელებმა აღნიშნული მიწის ფართობები დაამუშაონ, გასცენ იჯარით ან იქონიონ ისეთ მდგომარეობაში, რომ პრობლემები არ შეუქმნან მომიჯნავე ნაკვეთებს”. 

 

დღეს საქართველოში დაახლოებით 750 000 ჰექტრამდე სახნავი მიწის ფართობია, საიდანაც 400 000 ჰექტარამდე მუშავდება.


2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცირემიწიან ფერმერებსა და გლეხებს ხვნის სამუშაოებში ეხმარება. შესაბამისად, დაუმუშავებელი მიწების უმეტესი ნაწილი არა გლეხებისა და ფერმერების მცირე მიწებია, არამედ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის დიდი, ათეულობით ჰექტარი მასივები, რომლებიც კერძო პირებმა ან კომპანიებმა შეიძინეს და უკვე წლებია ხელუხლებელია.

 

“ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მათ, ვინც სასოფლო-სამეურნეო მიწას ამუშავებს და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქცია მოჰყავს. ამ მიმართულებით მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს” -აცხედბენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი