ეკონომიკა

თიბისი აცხადებს, რომ Pay Pal-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა საქართველოდან

10 ნოემბერი, 2014 • 1593
თიბისი აცხადებს, რომ  Pay Pal-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა საქართველოდან

თიბისი ბანკი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც Pay Pal-მა საქართველო თავისი პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალს დაუმატა, თიბისი ბანკმა   Pay Pal -ის აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები აწარმოა და ინტერნეტბანკის მეშვეობით რეგისტრაციის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.

 

PayPal არის ანგარიშსწორების სისტემა, რომელის საშუალებით ონლაინ-მაღაზიიდან   სასურველი პროდუქცის შეძენა  საბანკო ბარათის მონაცემების გარანტირებული დაცვით არის შესაძლებელი.  

 

საქართველო დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ჩართული PayPal- ის სისტემაში. მომხმარებლებს საქარველოდან მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეა შეუძლიათ გახსნან თავიანთი ანგარიშები PayPal-ზე. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლებს შეუძლოთ თავის ანგარიშთან ამა თუ იმ ბანკის ბარათის მიბმა.

 

თუმცა თიბისის  ინტერნეტბანკით PayPal-ზე რეგისტრაცია ამჟამად პირდაპირ ინტერნეტბანკინგით არის შესაძლებელი. შეთავაზებების გვერდზე საჭიროა აირჩიოთ სერვისის გააქტიურება, რომლის შემდეგაც თქვენი ბარათი ავტომატურად ებმება PayPal-ის ანგარიშს. 

ჩვენ დავტესტეთ და თიბისი ონლაინ ბანკით paypal -ზე რეგისტრაცია მართლაც მარტივია: 

მასალების გადაბეჭდვის წესი