ღვინის ექსპორტი 49%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

 

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულში რუსეთი ლიდერობს. მეორე ადილზეა უკრაინა, შემდეგ – ყაზახეთი, ბელორუსი და პოლონეთი. რუსეთის ბაზარი ლიდერობს 64%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში.

 

ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის 10 თვის მონაცემებით 31 735 919 ბოთლი შეადგინა.

 

საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.

 

ღვინის ექსპორტმა თანხაში 157 273 842 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 49%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

2014 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 507 401 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. 2014 წლის განვლილ 10 თვეში ბრენდის ექსპორტმა თანხაში 33 826 347 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 46%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით ექსპორტმა 5 492 502 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 4 402 380 ბოთლით რუსეთი იკავებს.

 

რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, იმპორტში ქართულმა ღვინომ 14 პროცენტი შეადგინა, ხოლო ღვინის ბაზარზე 6,4-პროცენტიანი ნიშა დაიკავა.

 

რუსულ ემბარგომდე, 2005 წელს, იმპორტში ქართულ ღვინოს  9 პროცენტი ეკავა, ხოლო ბაზარზე – ხუთპროცენტიანი ნიშა. 

 

რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო ოფიციალურად 2012 წლის დეკემბერში მოხსნა. ქართული ღვინის, ჩაის, ციტრუსის და სხვა პროდუქციის ამ ქვეყანაში ექსპორტი 2006 წლის შემოდგომაზე აიკრძალა.

 

 
 
 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *