ეკონომიკა

დანელია: “ქართუ დაზღვევის” აქტიურობა ბაზარზე, ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია

12 სექტემბერი, 2014 •
დანელია: “ქართუ დაზღვევის” აქტიურობა ბაზარზე,  ეს არის ჩვეულებრივი კონკურენცია

დანელიამ ამ განცხადებით “ნეტგაზეთის” კითხვას უპასუხა. 

 

“თვითმმართველობის ორგანოები მეციტრუსე ფერმერების დაზღვევის პროცესში ჩართული არ არიან. და თუ მაინც ერევიან ამ საკითხში, მათ მოვთხოვთ პასუხს. მაგრამ “ქართუ დაზღვევა” თუ აქტიურობს, სხვებმაც უნდა იაქტიურონ ეს გაყიდვების პოლიტიკაა. შესაბამისად, აგროდაზღვევა არ არის თვითმმართველობის ორგანოების პრეროგატივა. ჩვენ კერძო სექტორში არ ვერევით. არც საგრანტო და არც სადაზღვევო ნაწილში. გაყიდვების სტრატეგიით “ქართუ დაზღვევა” თუ სხვებს ჯობნის, ეს სხვა თემაა. მაგრამ მე არ მგონია, რომ ამ პროცესში სახელმწიფო მოხელეები იყვნენ ჩართულნი. ეს ბაზარი თავისუფალია და პროექტის დამუშავების ფარგლებში ჩავრთეთ ყველა სადაზღვევო აბსოლიტურად. არ გვქონია სუბიექტური მიდგომები. ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა”-განაცხადა დანელიამ.   

 

ფერმერების ცნობით, აჭარასა და გურიაში თვითმმართველობის ორგანოები მათ მოუწოდებენ, რომ ციტრუსის მოსავალი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში კომპანია “ქართუ დაზღვევაში” დააზღვიონ. კომპანია “ქართუ დაზღვევაში” “ნეტგაზეთს” აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს, თუმცა განუცხადეს, რომ ბაზარზე გააქტიურებას აპირებენ. 

 

“ვერ დავადასტურებ მაგ ინფორმაციას. ეს არის ჩვენი კომპანიის სტრატეგია – ჩვენი სურვილია, რომ ნებაყოფობითი იყოს ყველაფერი. ჩვენი მიზანია, რომ პროდუქტი შევქმნათ ისეთი, რომელიც იქნება ყველაზე საუკეთესო. თავისთავად გაუჩნდეს თითოეულ ფერმერს სურვილი, რომ ეს პროდუქტი იყიდოს და დაეზღვიოს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” “ქართუ დაზღვევის” სამედიცინო დეპარტამენტის ხელმღვანელმა ნინო შავდიამ. 

 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 2014 წლის 1 სექტემბრიდან 5 სადაზღვევო კომპანია ჩაერთო. პროექტში მონაწილეობენ  „ჯიპიაი ჰოლდინგი”, „ალდაგი”, „აისი ჯგუფი”, „ირაო”  და „ქართუ”. 

  

საყოველთაო დაზღვევა
საყოველთაო დაზღვევა

მასალების გადაბეჭდვის წესი