ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს “ქორთარდ მერიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“ვიწყებთ ჭაჭის მონიტორინგს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ბევრი მეურნე ამას გარღვევად აფასებს. ჭაჭის კონტროლი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მეღვინეობის დარგი განვითარდეს. ქართული ღვინო უნდა იყოს ნამდვილი და არა ფალსიფიცირებული. ამ მიზნით ჩვენ 2015 წლის 1 იანვრიდან გავამკაცრებთ კონტროლს ღვინოზე რესტორნებში. ჩვენ ვგეგმავთ ამ მიმართულებით გაცილებით უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარებას და შესაბამისი რეაგირება მოჰქვება, ბუნებრივია, თუ სადმე აღმოჩნდა ფალსიფიკაცია. ეს ემსახურება ამ დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას. სუბსიდირების ნაწილს 2015 წელს გადავხედავთ და იმედი მაქვს, ამ დარგს აღარ დასჭირდება სუბსიდირება. საკმაოდ სტაბილურად განვითარდა და დღეს ყირძენზე არსებული ფასიც ამაზე მიუთითებს.”
ოთარ დანელიას ინფორმაციით, ყურძნის მიღება-გადამუშავებაში ღვინის მწარმოებელი 65 კომპანია მონაწილეობს. მევენახეების მიერ ღვინის ქარხნებში რეალიზებული ყურძნის შედეგად მიღებული შემოსავალი, ჯამში, 64 მლნ. ლარია.
“წელს საფერავზე ისტორიული ფასი – 3,40 ლარი დაგიქსირდა. ამ დროისათვის ღვინის ქარხნების მიერ გადამუშავებულია 36 ათას ტონამდე ყურძენი” – განაცხადა ოთარ დენელიამ.








