საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას იწყებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.
კომპანიებს ასევე საშუალება ექნებათ “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” მე-6 კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც 2014 წლის 20 ნოემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.10 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.08 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს.








