ეკონომიკა

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 5 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს

1 სექტემბერი, 2014 • • 997
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 5 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ „ჯიპიაი ჰოლდინგი”, „ალდაგი”, „აისი ჯგუფი”, „ირაო”  და „ქართუ”.

 

აღნიშნულ კომპანიებთან  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2014 წლის 1 სექტემბერს გააფორმა.

 

სადაზღვევო კომპანიები ვალდებულებას იღებენ, რომ პროექტში მონაწილე ფერმერს გაუფორმონ აგროდაზღვევის ხელშეკრულება. ამასთან, დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ნაწილი გადაიხადოს სადაზღვევო პოლისის გაცემისთანავე. სადაზღვევო პრემიის დარჩენილი ნაწილის გადახდას კი სააგენტო უზრუნველყოფს.

 

უკვე ცნობილია, რომ სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების თანხა არ აღემატება 30 000 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე – 50 000 ლარს.

სტიქია კახეთში
სტიქია კახეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი