გამოკითხულთა 20% საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. 

 

NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 52%–ი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება, წინააღმდეგია 17%. 


კვლევის მიხედვით, სოფლად გამოკითხულთა 61% უხცოლებისათვის მიწის მიყიდვას ეთნხმება, წინააღმდეგია 19%. აღმპოსავლეთ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს 60%, ხოლო დასავლეთ საქართველოში- 54%. აღმოსავლეთ საქართველოში ეწინააღმდეგება 20%, ხოლო დასავლეთ -საქართველოში 22%. 

 

კვლევა NDI -ის დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა.  კვლევისთვის 23 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 3,338 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%.

მიწა
მიწა


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *