ეკონომიკა

მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას ყურძენზე 2014 წელსაც გასცემს

13 აგვისტო, 2014 • • 1659
მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას ყურძენზე 2014 წელსაც გასცემს

“უკვე დამტკიცდა სახელმწიფო სუბსიდიაც, რაც რქაწითელის შემთხვევაში გასულ წელთან შედარებით 5 თეთრით ნაკლები, 0,35 ლარი იქნება, საფერავის შემთხვევაში კი , 10 თეთრით ნაკლები 0,15 ლარი” –ეს განცახდება სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს “ექსპო–ჯორჯიაში” მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. 

 

მინისტრის განცხედბით, 2014 წელს ყურძნის მოსავალი სავარაუდოდ 126 ათასი ტონა იქნება. აქედან  რქაწითელის მოცულობა 96 ათასი ტონა, საფერავის კი, 30 ათასი ტონა.

 

“სუბსიდირებას არ ვგეგმავდით, თუმცა შესაძლო გარემოებები გაითვალისწინეთ და დარგის კიდევ უფრო მეტი წახალისებისთვის 2014 წელს სუბსიდირება ძალაში დარჩა.” 

 

მინისტრის განცხადებით, 2014 წელს რთველი ორგანიზებულად ჩაივლის.

 

“2013 წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინოს რაოდენობამ 46 მილიონი ბოთლი შეადგინა. 2014 წელს ეს მჩვენებელი უკვე 31 მილიონია. წლის ბოლოს ექსპორტის რაოდენობა 50 მილიონი ბოთლის ფარგლებში იქნება.” 

 

ყურძენი
ყურძენი

მასალების გადაბეჭდვის წესი