სოფლის მეურნეობის მინისტრის განცახადებით, გაზრდილია ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპაშიც და რუსეთის ბაზარზე.
ოთარ დანელიას ინფორმციით, 2014 წლის 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელმა 4 265,4 ტონა შეადგინა. რაც 2013 წელს განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის 48% (2 057.4 ტონა) რუსეთში განხორციელდა. ამ პროდუქტის ექსპორტში მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი –32% (1349.2 ტონა); მესამეზეა ყაზახეთი (14%), შემდეგ- უკრაინა (3%) და სომხეთი (3%).
“მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს ქართული ხილისთვის რუსეთის ბაზარი გახსნილია და გლეხებს რეალიზაციის პრობლემა აღარ აქვთ. შექმნილია სპეციალური შტაბები და ერთი ფანჯრის პრინციპით ხორცოელდება ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება.”

