სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ჩხეიძის შეფასებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტი წარმატებულია:

“სულ ვადაგადაციელებული სესხი არის 12. ეს იმდენად უმნიშვნელო რაოდენობაა, რომ პროექტის წარუმატებლობაზე ვერ ვისაუბრებ. მოხარული ვართ, რომ დაბალი მაჩვენებელია. თუ სესხის გადახდა არ ხდება, ვაყოვნებთ თანადაფინანსებს, მაგრამ როგორც კი აღდგება ადბრუნების პროცესი, ჩვენც აღვადგენთ. თუ ბანკი მიიჩნევს, რომ ეს სესხი არის უიმედო, მაშინ ჩვენ გამოვდივართ თანადაფინანსებიდან. მეორე კომპონენტში, სადაც ყველაზე მეტი მსესხებელი გვყავს, დაუბრუნებელი თანხის 33% –ის გარანტს წარმოვადგენთ.”
სააგენტოს ინფორმაცით, 18 ათასზე მეტმა მსესხებელმა ისარგებლა პროექტით. გაცემულია 400 მილიონი ლარის კრედიტი.შექმნილია 74 ახალი საწარმო. დაფინანსდა უკვე არსებული 500 საწარმო, რომელთაც გაზარდეს თავიანთი წარმადობა და მოცულობა. დაფინანსდა სოფლის მეურნეობის 30 დარგი. მეცხოველეობის ფერმები, სათბურები, გადამამუშვებელი საწარმოები, შესანახი ინფრასტრუქტურა, ხილის და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრეები” – განაცხადა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ.
“შეღავათიანი აგროკრედიტის” პროეტის ბენეფიციარები ამბობენ, რომ ამ პროექტმა მათი ბიზნესის განვითარებას დამატებითი სტიმული მისცა:
შპს “უნიერსალის” დირექტორმა ვასილ ბერიძემ აჭარაში, სოფელ ჭანარაში საკალმახე მეურნეობა ააშენა:
“საკუთარ მფლობელობაში მიწის ნაკვეთზე, მდინარის პირას მოვიფიქრე სათევზე მეურნეობის მოწყობა. ძალიან სერიოზული სამუშაოები გავწიეთ და დღესდღეობით უკვე დამთავრებულია პროექტი და მიდგა ჯერი თევზის გაშვებაზე. სესხი “პროკრედიტ ბანკიდან” ავიღე 165 ათასი დოლარი 1 % –ად. დასაქმებული მყავდა 15–18 კაცი. მომავალში, როცა პროექტი ამოქმედდება, 7–8 კაცი იქნება დასაქმებული. დაკვეთა მაქვს კალმახის ლიფსიტებზე. რეალიზაცია დაიწყება 6 თვის შემდეგ. მოგვაკითხავენ და წაიღებენ პროდუქტს. სარეალიზიაცო ბაზარი არის მომზადებულ და კალმახის გასაღება არ გაგვიჭირდება.”
შპს “ბათგლასის” დირექტორი ბადრი ბერიძე ამბობს, რომ “შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში ბათუმში სასათბურე მეურნეობა მოაწყო: “მომყავს კიტრი, პომიდორი, წიწაკა. 115 ათასი დოლარის სესხი ავიღე. პროდუქცია ბათუმის ბაზარზე გაგვაქვს. ხარისხიანია და ჯანსაღ კონკურენციას უწევს თურქულ პროდუქციას. ამ დროისათვის 4 ადამინი მყავს დასაქმებული. თუ ბიზნესი გაამართლებს, ექსპორტზეც გავიტანთ.”
საკალმახე მეურნეობა ააშენა თეთრწყაროში ფერმერმა გიორგი ღარიბაშვილმა:
” 220 ათასი დოლარის სესხი ავიღე. სესხის ნაწილი 6%–შია, ნაწილი კი 2%–ში. სესხი “ქართუ ბანკმა” დამიმტკიცა. გადახდას ვიწყებ სექტემბრიდან. 7 ადამიანია დასაქმებული საკალმეხეში. თევზს მარტივად გავასაღებ, რადგან კონკურენტი არ მყავს რაიონში. დაახლობით 100–80 ტონა იქნება წლიური წარმადობა”.
ფერმერმა ირაკლი მოისწრაფიშვილმა “შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში ალგეთში ბიომეურნეობა შექმნა:
“ავიღე სესხი და ავაშენე ევროსტანდარტების შესაბამისი ფერმა. თხებს თავად ვწველი, ყველს ვაწარმოებ და არც გასაღების პრობლემა მაქვს.”
“შეღვათიანი აგროკრედიტის” პროექტის მენეჯერის ირაკლი მოისწარფიშვილის ინფორმაციით, 2014 წელს პროექტის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია. 2015 წელს კი 50 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
