კახეთის რეგიონიდან 82 ტონა ატამი და ვაშლატამა, შიდა ქართლიდან – 35 ტონა ბალი და გურიიდან 17 ტონა ლურჯი მოცვია ექსპორტირებული.
სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის “როსსელხოზნადზორის” 4-კაციანი დელეგაციის ერთკვირიანი ვიზიტი დღეს დასრულდა.
“ეს პროცესი შემდეგშიც გაგრძელდება. ქართველი ფიტოსანიტარები ადგილზე მოახდენენ მცენარეული წარმოშობის პროდუქციის სერტიფიცირებას და ის ტვირთი, რომელიც დააკმაყოფილებს რუსეთის ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს და თავისუფალი იქნება რუსეთისთვის საკარანტინო მავნე ორგანიზმებისგან, თავისუფლად შევა ბაზარზე” – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
“როსსელხოზნადზორის” წარმომადგენლები საქართველოს 23 ივნისს ეწვევნენ და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ჩაატარეს საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლი. აღნიშნული პროცედურა განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე.
შვიდ წლიანი პაუზის შემდეგ, გასული წლის 28 ივნისიდან, რუსეთში დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია ჩაი, დაფნა, ჩირი შევიდა.
2013 წლის 14 ოქტომბრიდან საქართველოდან თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში.
2014 წლის 26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი – ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი,ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები დაემატა.

