ეკონომიკა

რუსეთმა ბაზარი ქართულ ბოსტნეულსაც გაუხსნა

22 მაისი, 2014 •
რუსეთმა ბაზარი ქართულ ბოსტნეულსაც გაუხსნა

 ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური (“როსსელხოზნადზორი”) ავრცელებს.


“როსსელხოზნადზორის” ცნობით, რუსეთის ბაზარზე 26 მაისიდან აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ბლისა და ალუბლის, გარგარის, ატმის, ქლიავის, ხურმის, კივისა და კენკრის მიწოდება.


(“როსსელხოზნადზორის”)  ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე აღდგება ასევე ახალი ქართული კარტოფილის შეტანა, იმ პირობით, თუ პროდუქცია გარეცხილი (არ ექნება ნიადაგის შემცველობა)  და სამომხმარებლო შეფუთვაში იქნება მოთავსებული.


რუსეთმა ქართულ ღვინოზე და მინერალურ წყალზე  ემბარგო 2012 წლის 21 დეკემბერს მოხსნა. ქართული ღვინისა და კონიაკის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის 12 ივნისს დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი