ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური (“როსსელხოზნადზორი”) ავრცელებს.
(“როსსელხოზნადზორის”) ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე აღდგება ასევე ახალი ქართული კარტოფილის შეტანა, იმ პირობით, თუ პროდუქცია გარეცხილი (არ ექნება ნიადაგის შემცველობა) და სამომხმარებლო შეფუთვაში იქნება მოთავსებული.
რუსეთმა ქართულ ღვინოზე და მინერალურ წყალზე ემბარგო 2012 წლის 21 დეკემბერს მოხსნა. ქართული ღვინისა და კონიაკის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის 12 ივნისს დაიწყო.
