ეკონომიკა

პატრიარქის ინიციატიცით მევენახეობა–მეღვინეობის ცენტრი დაფუძნდება

16 მაისი, 2014 •
პატრიარქის ინიციატიცით მევენახეობა–მეღვინეობის ცენტრი დაფუძნდება

ცენტრის შექმნის შესახებ წესდებას საპატრიარქოში ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ექვსი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელებმა მოაწერეს.

 

პატრიარქმა მეცნიერებს ვაზის გასაშენებლად ხაშმი შესთავაზა. რადგან ხაშმი ახლოს არის და აქ წარმოებული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა.

პატრიარქი, ილია მეორე
პატრიარქი, ილია მეორე

ასევე, პატრიარქმა  სპეციალისტებს შესთავაზა სტუდენტებისა და მოსწავლეების ამ პროცესში ჩართვა.


“კერძოდ, ხომ არ არის შესაძლებელი, თითოეულ სტუდენტს გამოუყონ ერთ ჰექტრამდე მიწა, სადაც ვაზს გააშენებენ და 5-6 წელი მისი მფლობელები იქნებიან. სტუდენტებს ამით ვაზი შეუყვარდებათ. ადამიანს ვაზის გარდა სხვა რაიმე რომ არ ჰქონდეს ოჯახში, ოჯახი ამით იარსებებს და რჩენა არ გაუჭირდება” – განაცხადა ილია მეორემ.  

 

პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზე ტექნიკური უნივერსიტეტის, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის, ბათუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორები იმყოფებოდნენ; ასევე, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოღვაწე მეცნიერები.

 

“მეღვინეობა-მევენახეობის სამეცნიერო ცენტრის დაფუძნების მიზანია, აღნიშნულ უნივერსიტეტებში ხარისხის განათლების უზრუნველსაყოფად საჭირო სამეცნიერო მუშაობის განხორციელება. კერძოდ, მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის ცენტრი მოამზადებს სასწავლო პროგრამებს მეღვინეობა-მევენახეობის დარგში, რომლითაც შემდეგ უნივერსიტეტების სტუდენტებს ასწავლიან და მოამზადებენ. ყველა ჩამოთვლილ უნივერსიტეტს ასევე ექნება ერთი საერთო ბაზა, სამეცნიერო ცენტრი კი არასამეწარმეო იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება” – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი