ეკონომიკა

გიორგი სიგუა: საქართველოში ყველა ტურისტის მეგზური “მასკოტი გიო” იქნება

5 მაისი, 2014 • • 1904
გიორგი სიგუა: საქართველოში ყველა ტურისტის მეგზური “მასკოტი გიო” იქნება

დღეს, “შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ განაცხადა, რომ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, შაორის ტბასა და ბორჯომში სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. 

 

“გახსნის ღონისძიებები ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციის ადგილას. ბათუმში საწყლოსნო, საპარაშუტო და სხვადასახვა სახალისო აქტივობები იქნება. რაჭაში იქნება ორდღიანი ლაშქრობა, ტბაზე კი, წყლის თხილამურებით შეჯიბრებები, ბორჯომის პარკში იქნება კოსტუმირებული წარმოდგენა, ქუთაისში იქნება ყვავილების ფესტივალი, კონცერტი, ბოდიარტი და სხვა ღონისძიებები. ყველაფერი ამის დაგვირგვინება კი მოხდება თბილისში, სადაც საღამოს, ლისის ტბაზე იქნება გრანდიოზული ღონისძიება. იქ იქნება წარმოდგენილი ყველა პროდუქტი, რაც შევქმენით, მათ შორის იქნება პრეზენტაცია მთავარი საბრენდო ნიშნის “მასკოტი გიო”, რომელიც იქნება ლოგო, სავიზიტო ბარათი და ყველა ტურისტის თანამგზავრი საინფორმაციო დაფებიდან”, – განაცხადა გიორგი სიგუამ.


გიორგი სიგუას თქმით, საბრენდე ნიშან “მასკოტი გიოს” შექმნის იდეა ტურიზმის ეროვნულ სამსახურში გაჩნდა.  


 

მასალების გადაბეჭდვის წესი