ეკონომიკა

გიორგი სიგუა: საქართველოში უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 100%–ით გაიზრდება

5 მაისი, 2014 • • 1690
გიორგი სიგუა: საქართველოში უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 100%–ით გაიზრდება

მისი თქმით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა სტრატეგია და იმედოვნებს, რომ უკრაინიდან  ტურისტების რაოდენობა 100%-ით გაიზრდება.

 

გიორგი სიგუას განცახდებით, ყირიმში ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი შიდა ტურისტი ჩადიოდა. თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ეს ნაკადი ყირიმში აღარ ჩავა. 

გიორგი სიგუა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გიორგი სიგუა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

 

”სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაფორმდება ხელშეკრულება სარეკლამო კომპანიასთან, რომელიც გრანდიოზულ კამპანიას გააკეთებს უკრაინაში. შეთანხმება არის ასევე მიღწეული უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებთან, ახალი რეისების დანიშვნაზე ბათუმის აეროპორტში, კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მიმართულებით, სულ საუბარია 11 რეისზე კვირაში”, – განაცხადა გიორგი სიგუამ. 


მისივე განმარტებით, საქართველოში გაიმართება “კრიმფესტისა” და “კაზანტიპის” ანალოგი ფესტივალი, რომლებიც ყირიმში ტარდებოდა, თუმცა 2014 წელს ეს ფესტივალები იმ მასშტაბებს ვერ მაიღწევს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი