ეკონომიკა

შალვა ფიფია: 2013 წელი რევოლუციურია სოფლის მეურნეობისათვის

16 დეკემბერი, 2013 •
შალვა ფიფია: 2013 წელი რევოლუციურია სოფლის მეურნეობისათვის

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს, “ექსპო ჯორჯიაში” გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა: 

 

შალვა ფიფია
შალვა ფიფია

“იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი გამოცხადდა პრიორიტეტად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გადაჭარბებულად არ ვიტყვი, რომ ეს წელი იყო რევოლუციური სოფლის მეურნეობის სექტორისათვის. რადგან ბევრი პროექტი განხორციელდა და დარგის განვითარების პერსპექტივა გაჩნდა.”

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ყველაზე დიდ მიღწევად და წარმატებულ პროექტად მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამას ასახელებს: 

 

“ყველაზე დიდი პროექტი, უპრეცედენტო, რაც განხორციელდა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. ეს იყო მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში 710 ათასმა ოჯახმა ისარგებლა. ჯამში, დაიხარჯა 195 მლნ ლარი. ეს იყო არასაბიუჯეტო დაფინანსება. მცირემიწიანმა ფერმერებმა მიიღეს დახმარება, როგორც სასოფლო–სამეურნეო მიწის დამუშავების სახით, ასევე იმ ნედლეულის სახით, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურ წარმოებაში.”     

 

შალვა ფიფიამ პრესკონფერენციაზე ციტრუსის ექსპორტის საკითხიც განიხილა.  

 

მინისტრის ინფორმაციით, 16 დეკემბრის მდგომარეობით უკვე 23 ათასი ტონა მანდარინი არის ექსპორტირებული სხვადასხვა ბაზრებზე:”წელს დიდი მოსავალი გვაქვს, დაახლოებით 100 ათსი ტონა, რაც 2012 წელს მიღებულ მოსავალზე ორჯერ მეტია. ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება მანდარინის სუბსიდირებასთან დაკავშირებით.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი